LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ღვინის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

დღეიდან, 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს:

”აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.