LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანის მარტივი ბედნიერების საიდუმლო – „ამყევით…“

ნანუკა ჟორჟოლიანი კარგად ყოფნის საიდუმლოს საკუთარ „ფეისბუქ“-მეგობრებს უმხელს. ტელეწამყვანი წერს, როგორ უნდა მივაღწიოთ მარტივ ბედნიერებას.

„ჯანსაღი კვება პლუს ფიზიკური აქტივობა უდრის დილით ადრე გაღვიძებას, ბედნიერების შეგრძნებას, კარგ ძილს, ენერგიას, ბევრ დროს (8-ზე რომ იღვიძებ, ყველაფერს ასწრებ), წონის კლებას.

ამიტომ ამყევით. ამოიღეთ ტკბილი, პური, სასმელი შეამცირეთ, წყალი, პირიქით, 2,5 ლიტრამდე აიყვანეთ. იარეთ იოგაზე ან ირბინეთ და ეგაა. მარტივი ბედნიერება“ – წერს ტელესახე.