LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 49 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურას 44-მა მხარი დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი წავიდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სამმხრივ დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო.

თანხმობის მიღწევის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ევროპარლამენტის LIBE ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა