“ბარბერ შოპი” მომხმარებლებს მხოლოდ მამაკაცების ”გალამაზებაზე” ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს. როგორც სალონის მფლობელმა, თეკლა ვეკუამ ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, “ბარბერ შოპის” კონცეფცია სილამაზის სალონის ძირითად იდეას სცდება და ის მამაკაცების თავშეყრის ადგილი, გართობისა და დროის გატარების შესაძლებლობაა.
”აქ ყველაფერი მომხმარებელთა კომფორტისთვისაა შექმნილი. ახალ ვარცხნილობებთან და წვერის მოვლასთან ერთად, მამაკაცებს სასიამოვნო გარემოსაც ვთავაზობთ. თბილისში აქამდე მსგავსი ადგილი არ არსებობდა. ამასთან, სიახლე იყო სალონური მომსახურებაც მხოლოდ მამაკაცებისთვის. ჩვენ შემოგვაქვს და ვნერგავთ ახალ, ტრენდულ სტილს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ რეალობას. “ბარბერ შოპში” მამაკაცების იმიჯზე ხუთი საუკეთესო სტილისტი ზრუნავს”, – განაცხადა ვეკუამ.
მისივე ინფორმაციით, “ბარბერ შოპი” შეეცადა, ფასები ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო. სალონში წვერის მოვლის ღირებულება 5 ლარიდან, ვარცხნილობების კი 12 ლარიდან იწყება.
“ბარბერ შოპი” აბაშიძის 42 ნომერში მდებარეობს და 10:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.
