LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმისა და კანიეს 3 წლის ქალიშვილი Fendi-ს 2 000 დოლარიანი ჩანთით დააფიქსირეს (ფოტო)

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროსი ქალიშვილის, ნორტ უესტის გარდერობის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეშურდეს. გოგონას საკუთრებაშია ისეთი ცნობილი ბრენდების ნივთები, როგორებიც არის: Chanel, Balenciaga, Dior, Marc Jacobs, Fendi და ა.შ.

გასულ უქმეებზე კიმი და ნორტი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. 3 წლის ნორტს  Fendi-ს უკანასკნელი კოლექციიდან ჩანთა ეჭირა, რომლის ღირებულებაც 2000 დოლარს შეადგენს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ უმცროს უესტს საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმელი აცვია ან ნივთი უკავია.

64b5a71cfb5b62ef9e6515b79546c904_fitted_740x700