კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროსი ქალიშვილის, ნორტ უესტის გარდერობის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეშურდეს. გოგონას საკუთრებაშია ისეთი ცნობილი ბრენდების ნივთები, როგორებიც არის: Chanel, Balenciaga, Dior, Marc Jacobs, Fendi და ა.შ.
გასულ უქმეებზე კიმი და ნორტი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. 3 წლის ნორტს Fendi-ს უკანასკნელი კოლექციიდან ჩანთა ეჭირა, რომლის ღირებულებაც 2000 დოლარს შეადგენს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ უმცროს უესტს საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმელი აცვია ან ნივთი უკავია.

