LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი თავგადასავალი და შექმენი შენი კალენდარი: ახალგაზრდა ხელოვანთათვის კონკურსი ცხადდება

ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის „შექმენი შენი კალენდარი“ უპრეცედენტო მასშტაბს იძენს. ორივე კონკურსი ახალციხეში 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჩატარდება და ფინალური ეტაპისთვის 12 მონაწილე შეირჩევა. 1 ოქტომბერს ღია ცის ქვეშ ექსპოზიცია გაიმართება და საუკეთესო მხატვრები და პროზაიკოსები გამოვლინდებიან.

კონკურსი “ჩვენი თავგადასავალი” ახალგაზრდა პროზაიკოსებისთვისაა. 14-დან 18 წლამდე ასაკის წერის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები, მოთხრობების ან მხატვრული ნაწარმოებების სახით, 22 სექტემბრამდე გაგზავნონ მისამართზე – chvenitavgadasavali@cync.ge (ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს. შრიფტი უნიკოდი, შრიფტის ზომა – 11, ფაილის ტიპი – Microsoft word document).

კონკურსში “შექმენი შენი კალენდარი” ხატვის ნიჭით დაჯილდოებული 12-დან 18 წლამდე ასაკის პირებს საშუალება აქვთ 22 სექტემბრამდე თავიანთი ნამუშევრები, რომელთა რაოდენობა უნდა იყოს სამი ან უფრო მეტი, გაგზავნონ მისამართზე – shenikalendari@cync.ge

ორივე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ნამუშევარს თან დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:
• სახელი, გვარი
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)
• სკოლის დასახელება
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია

უკვე ორი წელია, რაც „ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შენი კალენდარი“ სხვადასხვა რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენითაა დაკავებული და მისი მიზანია წაახალისოს და დაეხმაროს განვითარებაში ნიჭიერ თაობას.

14256574_10208590525575344_2050397521_n