LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ჩვენთან თავს კომფორტულად არ გრძნობს

რამდენად კარგად შეგიძლიათ მიხვდეთ, ადამიანი კომფორტულად გრძნობს თუ არა თავს თქვენთან?

სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე, ვიდრე სიტყვებით გამოხატვა.

შესაბამისად, თუ კარგად დავაკვირდებით ადამიანს და მის ჟესტებს, შესაძლოა მივხვდეთ რას ფიქრობს რეალურად.

Psychology Today-ის მიხედვით, იმისთვის რომ ამოვიცნოთ, გრძნობს თუ არა ადამიანი ჩვენთან კომფორტულად თავს, არსებობს 4 ძალიანი მარტივი ნიშანი:

  • თვალებში ყურების არიდება
  • საუბრის დროს ნივთების წინ და უკან გადაადგილება
  • მოსაუბრის პირდაპირ დგომისას, ფეხის გვერდით დადგმა
  • კისერზე ხელის ხშირი შეხება