ელექტრონული მოწყობილობები სულ უფრო მეტად სრულყოფილი ხდება, თუმცა პროგრესს ყოველთვის აქვს ბნელი მხარე, რომელზეც ხშირად არ ვფიქრობთ… ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ბოროტმოქმედები ვებ-კამერებს არც ისე კარგი მიზნებისთვის იყენებენ. მართლაც, ჰაკერებს შეუძლიათ თითქმის ყველანაირი გაჯეტის გატეხვა და თქვენი ცხოვრების თვალ-ყურის დევნება თქვენივე ნოუთბუქიდან, სმარტფონიდან ან პლანშეტიდან. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სულ უფრო მეტი ადამიანი „ხურავს“ კამერას.
FBI-ის დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში აღიარა, რომ გამოცდილი კოლეგების ჩვევას მიმართა და თავისი ნოუთბუქის კამერა გაუმჭვირვალე წებოვანი ქაღალდით დაფარა.
ბუნებრივია, ყველამ ისე უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, როგორც სურს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პირად ინფორმაციას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.


