ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ. გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი თავის დროზე პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულები. გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დღეს დანიშნა.
