
„მაინც დამსინა ამ ბოსისშვილმა“ – ეს არის მთავარი ფრაზა გიორგი პავლიაშვილის, იმავე რეპერ მასტერის ახალი კლიპიდან, რომელიც „იუთუბზე“ ახლახან განათავსა. რეპერი წერს, რომ სულ უნდოდა, რეგეის ჟანრში რაიმე სიმღერის ჩაწერა და როგორც ჩანს, ეს ჩანაფიქრი განახორციელა.
სიმღერას „დამსინა“ ჰქვია და იგულისხმება, როდესაც „ფეისბუქის“ პირად ჩატში მიწერისას Seen ეწერება, ანუ როცა შენს მინაწერს ნახულობენ.
მასტერმა ვიდეორგოლი 11 სექტემბერს განათავსა „იუთუბზე“ და მას უკვე 18 000-ზე მეტი ნახვა აქვს. რეპერის ნამუშევრები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელებს შორის.
