LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლისთვის სადრენაჟე მომსახურება აღდგება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აღდგება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის 4,5 კმ სამელიორაციო არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების   პირველი ეტაპი,    რომლის ღირებულებაც 543 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. აღდგენილი სამელიორაციო სერვისით მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.