ირინა შეიკის ბოლო საჯარო გამოჩენამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. რუსმა მოდელმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. შეიკი იისფერი დრედებით, ბეწვის ქურთუკითა და ფეხსაცმლით ძალიან მაღალ პლატფორმაზე, საბედნიეროდ, მხოლოდ Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გამოჩნდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე უცნაურად ჩაცმული არ დადის.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ირინა ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო, სწორედ მას ანდეს დიზაინერებმა ყველაზე საპასუხისმგებლო როლი – მოდელმა დახურა ჩვენება.



