LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო კონცერტი

Ardaidardo.Ge

18 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო კონცერტი გაიმართება. კონცერტი ეძღვნება ჯემალ ბაღაშვილის 75 წლის და ჯემალ და გია ბაღაშვილების დუეტის 25 წლის საიუბილეო თარიღებს.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლი „ივერია“ – თეიმურაზ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, დათო აბულაძე, ვიქტორ ლალიაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ანსამბლი „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი“, ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ – ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ სამყურაშვილი, გია დავითიანი, დიტო საკანდელიძე, გუჯა მარდალეიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, მარიამ როინიშვილი, ელენე ფოჩხუა, სოფო ბედია, ბორის ბედია, დათო კიკაბიძე, ზურა დოიჯაშვილი, პაროდიის თეატრი: ნინაკა გელაშვილი, ბესო ბერულაშვილი, დათო როსტომაშვილი, მერაბ სიჭინავა, მერაბ გეგეჭკორი, ლევან შენგელია.


საღამოს წამყვანები: ნინაკა გელაშვილი და გია ბურჯანაძე.