დასავლური ტაბლოიდების ცნობით, რიანა და დრეიკი დაქორწინებას გეგმავენ. ცნობილი ხდება, რომ ქორწილის ინიციატორი დრეიკია, რომელსაც სურს, ცერემონია რიანას მშობლიურ ბარბადოსზე გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ცნობილი მათი ერთობლივი კლიპის, „Work“ გამოსვლის შემდეგ გახდა. MTV VMA-ზე კი რეპერი მომღერალს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.

