LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ახალი ალბომის სახელწოდებას გარდაცვლილი დეიდის ხსოვნას უძღვნის

ლედი გაგამ ახალი ალბომის სახელწოდება გარდაცვლილი დეიდის, ჯოანას ხსოვნას მიუძღვნა. მომღერლის რიგით მეხუთე დისკი – “Joanne” 21 ოქტომბერს გამოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი სიმღერა შევა ფირფიტაში, ცნობილია, რომ ლედი გაგა მასზე პროდიუსერ მარკ რონსონთან ერთად მუშაობს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ლედი გაგა ჩაწერს ემი უაინჰაუსის ერთ-ერთ სიმღერას, საქველმოქმედო ფონდ Amy Winehouse Foundation-ის მხარდასაჭერად. ინფორმაცია გარდაცვლილი მომღერლის მამა, მიტჩ უაინჰაუსმაც დაადასტურა.