LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მამაკაცმა ცოლი გასაყიდად eBay-ზე განათავსა

ბრიტანეთის ქალაქ უეიკფილდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ინტერნეტ-აუქციონ Ebay-ზე გასაყიდად, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ცოლი განათავსა, ამის შესახებ გამოცემა The Daily Mirror წერს.

33 წლის ჯოკერ საიმონ ო’კეინმა ლოტის კომენტარად დაწერა, რომ ცოლი მისი ავადმყოფობისას საკმარისად არ ზრუნავდა ქმარზე; რაც შეეხება – დადებით თვისებებს, ო’კეინმა აღნიშნა, რომ მის ცოლს სხეულის კარგი აღნაგობა და კულინარიული ნიჭი აქვს.

მამაკაცი გაოგნდა, როდესაც აუქციონზე ლოტის ხუმრობით განთავსების შემდეგ მისი ცოლის შესაძენად ორმა ადამიანმა 65 ათას ფუნტზე მეტი შესთავაზა.

27 წლის დეანდრამ, რომელიც კოსმეტოლოგად მუშაობს, ქმრის ხუმრობის შესახებ კოლეგებისგან შეიტყო.

„მინდოდა, მომეკლა. იმის გარდა, რომ გასაყიდად „გამიტანა“, ჩემი ასეთი საშინელი ფოტო ატვირთა!“ – განაცხადა დეანდრამ.

PIC FROM MERCURY PRESS (PICTURED: SIMON OíKANE, 33, WITH HIS WIFE LEANDRA, 27) A petrolhead prankster put his wife up for sale on eBay highlighting her ëdecent bodywork and skills in the kitchení after claiming she was unsympathetic when he moaned about feeling unwell. Joker Simon OíKane from Wakefield, Yorkshire, posted a picture of long-suffering wife Leandra alongside a tongue-in-cheek ad detailing his reasons for selling her and the pros and cons of the ëpurchaseí. ¿The dad-of-two made the listing at around 10pm on Wednesday evening (Sept 7) after he claimed Leandra wasnít playing the role of a devoted wife. SEE MERCURY COPY