LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი ლომაისკი: ადამიანს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება ისე, როგორც თავად სურს…

”ავტორადიოს” ეთერში უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე ანდრეი ლომაისკი და ნატა ხარაშვილი „არა–რეალურ” შოუს გაუძღვებიან.

მსოფლიოს საუკეთესო ქირომანტთა ხუთეულში შესული ანდრეი ლომაისკი ამბობს, რომ ადამიანს თავად შეუძლია შეცვალოს ცხოვრება ისე, როგორც თავად სურს… რომ გადაულახავი ბარიერები, პრობლემები, შეზღუდვები, შიშები, ფობიები, წარუმატებლობები, ეს ყველაფერი ადამიანის ქვეცნობიერიდან იმართება და საჭიროა ადამიანის ენერგეტიკის წარმართვა სწორი, პოზიტიური მიმართულებით.

 

რეალურად რას ამბობს ხაზები ჩვენს ხელისგულზე, ისახება თუ არა იქ ჩვენი ბედისწერა, შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის განსაზღვრა, როგორი იქნება შენი მომავალი. ამ კითხვებზე ვეცდებით პასუხი მივიღოთ ადამიანისგან, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ავტორადიოს ეთერში ექსკლუზიურად მოგვცემს ინფორმაციას ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე.

მოკლედ წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად ”ავტორადიოს” ეთერში კვირიდან კვირამდე საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს მოგცემთ. ყველა გადაცემა კონკრეტულ თემას შეეხება და თქვენ ჩვენთან ერთად გაიგებთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ საშუალება ექსკლუზიურად ჩვენს ეთერში, თქვენი პრობლემების შესახებ კითხვები ანდრეი ლომაისკის დაუსვათ. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და 1 საათის განმავლობაში თქვენს კითხვებს ელოდება. მსმენელს ექნება საშუალება დარეკოს პირდაპირ ეთერში ნომერზე 2 38 13 85  და დაუსვას კითხვები ცნობილ ფსიქოთერაპევტს.

პირველი გადაცემის ფორმატში ზოგადად მიმოვიხილავთ ანდრეი ლომაისკის საქმიანობას. გავიგებთ, რეალურად რას ემსახურება მისი პროფესია.

ანდრეი ლომაისკი ფსიქოლოგიური მოდელირებისა და რეაბილიტაციის ექსპერტია. ის ერთდროულად ითავსებს ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქორეაბილიტოლოგის სპეციალისტის პროფესიას. ექიმი ლომაისკი ქირომანტი და კომპლიმენტარული მედიცინის პროფესორია. შედის მსოფლიოს 5 საუკეთესო ქირომანტის რეიტინგში. ისაა მსოფლიოში პირველი მეცნიერი, რომელმაც ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქორეაბილიტაცია, ჰიპნოზი და ჰირომანტია გააერთიანა. ის მუშაობს ადამიანთა განწყობის პოზიტიური მიმართულებით წარმართვაზე. გახლავთ ავტორი 19 მეთოდოლოგიისა, რომელიც წამიერად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ანდერეი ლომაისკი ხშირად ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.

ბატონო ანდრეი, დავიწყოთ თავიდან. ამბობენ, რომ ეს არაა პროფესია, რომელსაც ისწავლი, ესაა ნიჭი, რომელსაც ანვითარებ. მოდოთ მოკლედ მოგვიყევით თქვენზე. როდის მიხვდით, რომ გინდოდათ ეს ყოფილიყო თქვენი პროფესია, რომ ადამიანებს დახმარებოდით?

ეს ბავშვობიდან დაიწყო, მე თავადაც დავდიოდი ფსიქოლოგთან და ვხვდებოდი, რომ რაც მე მსურდა, ისინი იმას ვერ მაძლევდნენ. მეგონა, რომ ეს იყო ეგოიზმი, თუმცა ეს ჩემი პოზიცია აღმოჩნდა. მოგვიანებით კი იყო სამხედრო-სამედიცინო აკადემია, შემდეგ ყველაფერი განვითარდა, ფსიქოლოგმა, მით უმეტეს ფსიქოთერაპევტმა სულის ამ მდგომარეობით უნდა იცხოვროს, ეს მხოლოდ პროფესია არ არის.

რა არის ქირომანტია? საქართველოში ეს სიტყვა ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, ეს რა არის. რა არის ქირომანტია, ეს არის მკითხაობა, მომავლის წინასწარმეტყველება, თუ ცხოვრების ხაზი?

მე ვიყენებ ქირომანტიის ტექნიკურ ფორმას. ეს არავითარ შემთხვევაში არ ჰგავს ბოშურ მეთოდებს. ეს არის ხასიათის, შესაძლებლობების, შიშების, შეცდომების განსაზღვრა – ამის შემდეგ ვხვდები რა ტიპის ადამიანია ჩემ წინაშე, ამას კი ხელის გულზე გამოსახული ხაზების საშუალებით ვახერხებ.

თუკი გონების, სიცოცხლის ხაზები ხელის გულზეა გამოსახული და იქ კარგი არაფერი ჩანს, რითი შეიძლება ვუშველოთ თავს?

კეთდება კორექცია, არსით, სიცოცხლის ხაზი ისედაც მოკლეა, ეს არ არის საშიში, ეს შესაძლოა რაიმეს შეფერხებას ნიშნავდეს, უფრო საშიშია მოკლე გონების ხაზი. მარცხენა ხელი ეს არის ადამიანის შესაძლებლობები და მისი პოტენციალი. მარცხენა და მარჯვენა ხელზე ხაზები თუკი განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ინტერესები სადღაც იკარგება და იყოფა, თუკი სიცოცხლის ხაზი ფართოა, აქ კითხვები ჩნდება, თუმცა საგანგაშო მაინც არ არის.

არის თუ არა შესაძლებელი ქირომანტიის საშუალებით ადამიანის ბედის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება მისი პირადი ცხოვრება და კარიერა?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ავადმყოფობების დიაგნოსტირებაც კი შეგვიძლია. ვმუშაობ ჯანმრთელობის მიმართულებითაც. ჩემი საქმეა ადამიანის განწყობა პოზიტიურისკენ მივმართო. უნდა გამოვიყვანო ის დეპრესიიდან, ასეთი მეთოდიც მაქვს – ადამიანის დეპრესიული მდგომარეობიდან სწრაფი გამოყვანა.

რამდენი ვიზიტია საჭირო, იმისათვის, რომ ადამიანს გაუქრეს ნეგატიური აზრები?

ჩემი პირადი რეკორდია 1 წუთი და 20 წამი. ერთი, მაქსიმუმ ორი ვიზიტია საჭირო.

ადამიანები ხშირად მოგმართავენ, რა არის ყველაზე ხშირი დიაგნოზი?

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, აქვს დაბალი თვითშეფასება – სწორედ ეს არის ყველაზე ხშირი პრობლემა.

მოვიდა თქვენთან ადამიანი, ამბობს, რომ აქვს პრობლემა…

მივდევ ევროპულ და ამერიკულ ჰაიდლაინებს, მე არ ვიქექები ადამიანის წარსულში. ვთავაზობ მას მოახდინოს კონცენტრირება აწმყოზე. მე მას ვეუბნები, რომ უყვარდეს საკუთარი თავი, თუკი მე მიყვარს ჩემი თავი, მაშინ მე ხომ არ გავბრაზდები იმაზე, რომ ვიღაცამ ცუდად დააპარკინგა ან იმაზე, რომ მეზობელმა ნაგავი არ გაიტანა და ა. შ. ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია მკურნალობისას.

მინდა ბავშვებზე გკითხოთ. ვიცი, რომ გაქვთ მათთან მუშაობის გამიცდილებაც. რას იტყვით ჰიპერაქტიურ ბავშვებზე, ბავშვებზე, რომლებსაც აქვთ მეტყველების პრობლემა, ან მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი რთულად აღსაზრდელია?

ბავშვი ჩვენი მომავალია. მიმაჩნია, რომ უნდა დავიწყოთ მშობლისგან, ამის შემდეგ კი გადავიდეთ ბავშვზე. უმრავლეს შემთხვევაში აუტიზმის დიაგნოზი მცდარია, მათ უბრალოდ მშობლებმა ვერ გაუგეს. თუკი ბავშვი აქტიურია, მშობელი კი პასიური, ოჯახში მიაჩნიათ რომ პრობლემაა. მშობლები არ უთმობენ პატარებს სათანადო დროს.

მოდის ადამიანი, რომელმაც დაუშვა შეცდომა და ამის შემდეგ არ გამოსდის რაღაცეები. რატომ არის, რომ ზოგს უმართლებს, ზოგს კი არა…

როდესაც ადამიანი მოეშვება წარსულში ქექვას, მოიხსნის დანაშაულის შეგრძნებას და არ იფიქრებს იმაზე, რას იტყვის ხალხი, მას გაუმართლებს… მე ზუსტად ვიცი, რა არ მინდა, ამ დროს კი ვუშვებ ხელიდან იმას, რაც მინდა. ადამიანი წუთიდან 50 წამს უარყოფითი ფიქრების გაშლას ანდომებს, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.

ქართველ პაციენტებზეც ისაუბრეთ…

თქვენი ერის განსაკუთრებულობა ემოციურობაა, თუკი ამ ემოციას სწორად წარმართავთ, უკეთესი იქნება. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, სტუმართმოყვარეობა გასაოცარი გაქვთ. ქართველები სუფრასთან ხელებს არ მიწვდიან და ბედის განსაზღვრას არ მთხოვენ.

თქვენ მუშაობთ 21-ე საუკუნის მთავარ დაავადებასთან, დეპრესიასთან, შესაძლებელია მისი დაძლევა?

დეპრესია ეს არის შემთხვევა, როდესაც ნებისყოფა დაიღალა. ამ ცნებას ადამიანები არასწორად იყენებენ. ძირითადად ეს არის იპოქონდრია ან მელანქოლია, ნამდვილი დეპრესია ძალიან იშვიათად შემხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სწორედ ჩემი მთავარი მიმართულება.

შესაძლებელია თუ არა ხასიათის შეცვლა, მე მაგალითად პესიმისტი ვარ…

ხასიათის შეცვლა არ შეიძლება, შესაძლებელია დამოკიდებულებების შეცვლა. როგორც გინდათ საკუთარ თავს ისე უწოდეთ, თუმცა, შეიძლება სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედოთ.

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ქირომანტი?

სულით. ქვეცნობიერად მიხვდებით, როგორ იგრძნობთ მასთან საუბრისას თავს. შეხვდებით და მის ქცევას დააკვირდებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მდგომარეობაში ხართ იმ მომენტისათვის.

მსმენელი: – რა მეთოდებით მუშაობს თქვენი სტუმარი?

მე უკვე მაქვს 19 მეთოდი, მალე კი 21 მექნება. კონკრეტულად რომელიმე ერთი მეთოდით არ ვმუშაობ, ეს ინდივიდუალურია.

მსმენელი: – გონების ხაზზე მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ის და რას განსაზღვრავს?

ეს არის გულის ხაზის შემდეგ მეორე ხაზი, ის გვაძლევს ინფორმაციას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაძლებლობებზე, აჩვენებს ჩვენს არსს, ხასიათს ნაწილს და იმას, თუ როგორ დავაღწიოთ თავი სხვადასხვა სიტუაციას.

მსმენელი: – თუ შეუძლია ანდრეის პირდაპირ ეთერში დიაგნოზის დასმა და რა ღირს მასთან ვიზიტი?

მე ექსტრასენსი არ ვარ, ასე ვერ დავსვამ დიაგნოზს, სურათი მაინც უნდა მქონდეს. ფასი კი დამოკიდებულია იმაზე, რა პრობლემით მიდის მასთან ადამიანი, თუმცა, ფასი ლიბერალურია და მორგებულია ქართულ რეალობას.

მსმენელი: – როგორ შეიძლება თქვენთან ვიზიტზე მოხვედრა?

ინტერნეტში მოძებნეთ Андрей Ломайский. Мастерская Судьбы – აქ მითითებულია ტელეფონის ნომრები.

გადაცემის ჩანაწერი