LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილს ბიჭი შეეძინა – „ცოლის სამივე მშობიარობას დავესწარი…“

Ardaidardo.Ge

მომღერალსა და რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანს, ლაშა რამიშვილსა და მის მეუღლეს, ბელა ნოზაძეს მესამე შვილი შეეძინათ. ლაშა-გიორგისა და მართას ძმა ჰყავთ, ერეკლე რამიშვილი, რომელიც 23 სექტემბერს დაიბადა. ბედნიერმა მამამ მისი ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა.


ლაშა:

ერეკლე ლაშას ძე რამიშვილი 23 სექტემბერს დაიბადა. მთელი ამ ოთხი დღის განმავლობაში ლაშა-გიორგი და მართა მე მყავს გადმობარებული. ერთადერთი, ძუძუს არ ვაჭმევ (იცინის).

სხვათა შორის, არ ვიცი, შეიძლება მამაკაცები უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბელას სამივე მშობიარობას დავესწარი და ეს ჩემი სურვილი იყო… არ ვიცი, რამდენად უნდა ვთქვა, მაგრამ მეშინოდა, ბელა არ მომიკვდეს-მეთქი…


რატომ?

ზოგიერთი ქალი ხომ არის მებრძოლი და ჩემი ბელა ძალიან ნაზია, როგორც ფიზიკურად, ისევე ხასიათით. მოკლედ, მის გვერდით მინდოდა დგომა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმს, ლიკა ლუაშვილს. ის რომ არა, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მოიკოჭლებდა (იღიმის).


ერეკლეს სახელი ვინმეს პატივსაცემად ხომ არ დაარქვი?

არა. ლაშა-გიორგი რომ შეგვეძინა, მე და ბელამ ჩავიფიქრეთ, რომ კიდევ ბიჭი თუ გვეყოლებოდა, ერეკლეს დავარქმევდით და ასეც მოვიქეცით…


კიდევ ხომ არ აპირებთ შვილის ყოლას?

უიმე, არააა, რას ამბობ?!. მგონი, სამი შვილი სრულიად საკმარისია.


ხე დარგული გაქვს?

(იცინის) რამდენიც გინდა!.. ახლა ერთი სიმღერის ჩაწერა დამრჩა პატარებზე და სპონსორს ვეძებ ამისთვის.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge