ინტერნეტში გავრცელდა საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს შორის შედგა.
ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი საქართველოში რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სააკაშვილი ამბობს, რომ ბოკერია რევოლუციურ სცენარს იწონებს და თუ გეგმა არ შედგება, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ.
„ვისაც კოალიციების მომზადება უნდა, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში.
ამასთან, ოდესის გუბერნატორის თქმით, სიტუაციას „რუსთავი მოამწიფებს“.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ მას სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და „ამაზე სახიფათოს აწი რაღას მოიფიქრებს“.
