ქრისტინე იმედაძე კიევშია. ის უკრაინაში მეგობართან, სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად გაემგზავრა, თუმცა ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ფოტო, სადაც ქრისტინე და მისი რჩეული, თორნიკე ქებურია არიან გამოსახულნი.
გავრცელებული ჭორი, რომ თოშა და ქრისტინე დაშორდნენ, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან წყვილი კვლავ ერთადაა და ურთიერთობით ტკბება. ამას მათი ხშირი მოგზაურობებიც ადასტურებს. როგორც ცნობილია, ქრისტინეს ყველა ბოლოდროინდელი ვოიაჟის დროს მას თან საყვარელი მამაკაციც ახლავს.
ქრისტინემ სოციალურ ქსელში ამ მოგზაურობის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შესანიშნავად გამოიყურება. ამას მისი „ფეისბუქ“-მეგობრებიც აღნიშნავენ. დიზაინერი ზალიკო ბერგერი წერს: „რა ლამაზი ხარ, ქრისტო, ანათებ“.
ქრისტინემ ამ მოგზაურობაში თავისი ძაღლიც წაიყვანა, რომლის ფოტოც ცალკე გამოაქვეყნა. ბოლო დროს მომღერალი ბევრ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თან ძაღლს დაატარებს.
