LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებით შთაგონებული ენერგია – Hyundai Creta

მეტი დინამიკა და კომფორტი მათთვის, ვისაც არ ეშინია ცვლილებების.

ყველაფერი, რასაც ავტომობილისგან ელით ასახულია Hyundai Creta-ში.

თანამედროვე დიზაინით და შესანიშნავი უსაფრთოების სისტემით ეს მოდელი კომფორტის ნამდვილი ოაზისია.

რბილი კონტურებით სრულყოფილად გამოხატული დინამიკა და სტილი Hyundai Creta -ს თითოეულ დეტალში იგრძნობა.

Hyundai Creta -ს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს როგორც 6 უსაფრთხოების ბალიში, ასევე უსაფრთხოების ფარდები ორივე მხრიდან.

Creta-ს მოდელში, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სერიოზული ტრავმის მიღების შესაძლებლობას.

სისტემა მუდმივად აკონტროლებს ავტომობილის მდგრადობას და გზის მოჭიდებას. თუ ავტომობილმა აღმოაჩინა, რომ სრიალებს და მართვის კონტროლის დაკარგვის საშიშროებაა, ავტომატურად ირთვება ცალკეული ბორბლების დამუხრუჭება, რაც აღადგენს ავტომობილის მდგრადობას.

როგორც შემქმნელები ამბობენ Hyundai Creta -ს მყუდრო და გააზრებულ სალონში ინტერირის თითოეული დეტალი განკუთვნილია მძღოლისა და მგზავრების მაქსიმალური კომფორტისთვის.

ეს ავტომობილი ქმნის მოგზაურობის განსაკუთრებულ განწყობას.

ავტომობილის საწვავის ხარჯი ქალაქში 100 კილომეტრზე 10.2 ლიტრია; ტრასაზე კი 6 ლიტრი.

გადაცემის ჩანაწერი