ევროპული კლუბები, რომლებიც ჯერჯერობით გულშემატკივრებს აწბილებენ.
ლესტერი
ინგლისის ჩემპიონი 6 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-12 ადგილზეა.
შალკე
გუნდმა პირველად ისტორიაში ბუნდესლიგის ხუთი სასტარტო მატჩი წააგო და ბუნებრივია ცხრილის ბოლოშია.
ვალენსია
ვესტ ჰემი
გასულ წელს ”ჩაქუჩები” ლიგის საგზურისთვის იბრძოდნენ, ახლა კი 6 ტურში მხოლოდ სამი ქულა აიღეს და გასავარდნ ზონაში არიან.
ლილი
საფრანგეთის მეხუთე გუნდი ბოლო ადგილზეა. ”ძაღლებმა” შვიდ მატჩში მხოლოდ 4 ქულა აიღეს, ხოლო ბოლო ოთხი შეხვედრა საერთო ანაგარიშით 3:10 წააგეს.
ფენერბახჩე
გუნდი კრიზისიდან გამოსვლას იწყებს, თუმცა პირველი თამაში მხოლოდ მე-4 ტურში მოიგო, ისიც აუტსაიდერთან. მანამდე კი ადვოკაატის გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
ლეგია
”ლეგია” ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა – 10 ქულა 10 მატჩში და მე-14 ადგილი 16 გუნდში. როგორც იცით, ახლახან ამ გუნდში გადავიდა ქართველი ვაკო ყაზაიშვილი.
ასტრა
რუმინეთის ჩემპიონი ევროპა ლიგაზე გავიდა და თან ”ვესტ ჰემი” გააგდო, მაგრამ შიდა ასპარეზზე საქმე ცუდად მისდის – მე-12 ადგილი 9 ტურის შემდეგ.