გადაცემას ”რადიო დუეტი” ცირა ბზიშვილი და გიორგი წიკლაური ესტუმრნენ. გადაცემის ახალი სეზონი სწორედ ცირამ და გიორგიმ გახსნეს.
გიორგი: – მადლობა მოწვევისთვის, დიდი ხანია არ ვყოფილვარ თქვეთან. მე და ცირა შევეცადეთ ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო. დღეს მომიწევს პირდაპირ ეთერში ცოცხლად ვიმღერო, თუმცა გიტარაზე დაახლოებით ათი წელია არ დამიკრავს და მსმენელს ვთხოვ, ნუ განმსჯიან.
გვესაუბრე სიმღერაზე სახელწოდებით ”მითხრა”, რომელსაც მსმენელი ძალიან აქტიურად ითხოვს…
მაია კვატაშიძეს ეკუთვნის ეს სიმღერა, ძალიან ბევრი კარგი სიმღერის ავტორია ეს ადამიანი. დაახლოებით შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მოისმინა მსმენელმა.
ცირა რა ხდება შენსკენ?
ჩემთან საინტერესო შემოქმედებითი მხრივ ხდება ხოლმე, სწრაფი ტემპით ხდება ყველაფერი.
შენი და გიორგის თანამშრომლობის იდეა როგორ დაიბადა?
გიორგი: – მივედი ცირასთან, ვისაუბრეთ რა მინდოდა, როგორი… დაუკრა ცირამ ეს სიმღერა და მაშინვე მომეწონა. ”რაცა ვარ, ესა ვარ” – ზუსტად ასეთი ვარ. ცირას შესახებ რა თქმა უნდა
ვიცოდი, რომ ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი იყო, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვუთხარი, რომ დანარჩენ ხუთ სიმღერასაც შენ გააკეთებ თქო. სიმღერა არის ჩემზე და ის ყველა უბრალო ადამიანს ძალიან მოეწონება.
ცირა: – გიორგი მოვიდა, დაესწრო არანჟირებას, ბევრი რამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, აღმოჩნდა, რომ მუსიკალურად ერთნაირად ვაზროვნებთ. აქვს ძალიან კარგი ყური და კარგი მუსიკოსია.
სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…
დიდი აქტიურობით არ გამოვირჩევი, თუმცა მინდა გავაქტიურდე. მივხვდი, რომ ამის გარეშე არ შემიძლია, მქონდა რამდენჯერმე თავის დანებების მცდელობა. ცირამ მომცა სტიმული, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ხშირად მირეკავენ და კონცერტებში მონაწილეობას მთავაზობენ… მე კი ყოველთვის თავს ვიკავებ, იმიტომ, რომ ჩემი სიმღერები არ მაქვს.
ცირა, შენი სიმღერით, შენ თავად როდის გვესტუმრები?
აუცილებლად დავაპრემიერებ დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. მე მინდა გიორგის მადლობა გადავუხადო, რომ ასე მაღალ პროფესიონალურად შეასრულა ჩემი სიმღერა. სიმღერა ”რაცა ვარ ესა ვარ” არის ერთი ალალი, გულწრფელი ადამიანის სიმღერა. ”რაცა ვარ ესა ვარ” დაწერილი მქონდა, ეს არ არის გიორგისთვის შექმნილი, თუმცა, ნამდვილად მისი გახდა.
გიორგი წიკლაური – რაცა ვარ ისა ვარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წიკლაური – მითხრა. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
