LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა სამოსს „მეორადებში“ ყიდულობს – „არასდროს მქონია იმდენი ფული, რომ 3000 ევროიანი პიჯაკი მეყიდა…“

ეკა ხოფერიას თოქშოუს სტუმარი საქართველოს პირველი ლედი გახლდათ. მან ისაუბრა თემაზე „ჩაიცვი ქართული, ატარე ქართული“, რაც გადაცემის მთავარი ხაზი გახლდათ.

მაკა ჩიჩუა:

საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართული მოდის ინდუსტრია წინ სრაფი ნაბიჯებით მიიწევს. კითხვაზე, ჩემთვის პრინციპულია თუ არა, რომ ქართული მეცვას, არანაირად!.. რადგან შემიძლია წავიდე მეორად მაღაზიებშიც კი და შევიძინო სასურველი სამოსი, შესაძლოა, აღმოჩნდეს საუკეთესო ბრენდის კოლექციიდან. მეორე მხრივ,  ქართველი დიზაინერები იმდენად საინტერესო სამოსს ქმნიან, რატომაც არა? როცა ქართული გაცვია, ეს პატრიოტიზმიცაა. შენს ქვეყანაში ცხოვრობენ დახვეწილი გემოვნების ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ასეთ სამოსს ქმნიან. შემიძლია, პარიზში გავიარო ჩემი საყვარელი ქართველი დიზაინერის ტანსაცმლით და ეს იყოს ჩემთვის ძალიან მისაღები.

თავადაც ვქმნი სამოსს, მხატვარი ვარ და მაქვს ჩემი ხედვა. თუკი შემოქმედი ხარ, ინსპირაციას ყველაფერისგან აიღებ, რასაც ფორმა, ფერი და ფაქტურა აქვს. ბევრი არასდროს მიფიქრია ჩაცმაზე, უფრო სტილზე. ყოველთვის მოსწონდათ, როგორ ვიცვამდი. ყოველთვის ჩემი მოგონილი იყო, რა როგორ მეტარებინა. შესაძლოა, შარფი სხვანაირად მომეხვია.

დღეს, ჩემი სტატუსის გამო, ეს ყოველივე ჩარჩოში ექცევა, მაგრამ ძალიან შეზღუდულიც არ ვარ. შენი ხასიათის გამოხატვა სხვადასხვა დეტალითაც შეიძლება“.

კითხვაზე, როგორ შეარჩია ინაუგურაციისთვის სამოსი, პირველი ლედი პასუხობს:

„სამი სხვადასხვა სამოსი უნდა მცმოდა. ერთგან კლასიკური და მკაცრი უნდა ვყოფილიყავი და პროტოკოლის წესებიც გავითვალისწინე. პირველი სამოსი მე მოვიგონე, დანარჩენი არ მქონდა წარმოდგენილი. დათუნა სულიკაშვილისგან მივიღე შეთავაზება, რომ შეძლებდა ჩემთვის ორი „ლუქის“ შექმნას. რატომ უნდა დამეწყო უცხოეთში დიზაინერის ძებნა, როცა აქაც არიან კარგი დიზაინერები? დათუნამ ჩემი სილუეტი დაინახა, შემდეგზე საერთოდ აღარც მიკითხავს, რას აპირებდა. ზუსტად ის შექმნა, რასაც მაღაზიაში ვნახავდი და შევიძენდი. დათუნამ ჩემი ნდობა დაიმსახურა, ორი სიტყვით ვაგებინებთ ერთმანეთს“.

პირველი ლედი ასევე ამბობს, რომ არ უყვარს ბევრი აქსესუარი და მაკიაჟი. „მაქვს მძივი, რომელიც საკუთარი ხელით ავაწყვე 20 წლის წინ… მაგდენი ფული არასდროს მქონია, რომ წავიდე და ვიყიდო 3000 ევროიანი პიჯაკი. ალბათ, ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეს, ვეღარ განსაზღვრავდი, არის ეს მომენტიც. თუკი მოგწონს ტანსაცმელი, შესაძლოა, ის არ შეადარო „არმანის“ საოცარ პიჯაკებს“. – აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.