
ლელა წურწუმია 14 ოქტომბერს “ოტიუმში” კონცერტს გამართავს. მათ, ვისაც მომღერლის ძველი ჰიტები მოენატრა, შეუძლია ამ ნოსტალგიური საღამოთი დატკბეს.
პროგრამა ორი განყოფილებისგან შედგება. პირველი ქალაქურ სიმღერებს დაეთმობა. ლელა წურწუმიასთან ერთად წარდგებიან ანსამბლი “შვიდკაცა” და გიო ხუციშვილი, მეორე ნაწილში კი მომღერალი ძველ ჰიტებს შეასრულებს.
სოლოკონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ.
