LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობის თეატრში შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საპრემიერო ჩვენება შედგება

Ardaidardo.Ge

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში, მოძრაობის თეატრი უილიამ შექსპირის დაბადების დღეს მისი პიესის, „ქარიშხლის“ პრემიერით აღნიშნავს.

საპრემიერო ჩვენებები 8-დან 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ქარიშხალი“სამგანზომილებიანი პროექციისა და მულტიპლიკაციის გამოყენებით გაცოცხლდება. 8 ოქტომბერი ,ასევე, მოძრაობის თეატრის დაბადების დღეა.

უილიამ შექსპირის უკანასკნელი პიესა მოძრაობის თეატრში უსიტყვოდ, საჰაერო აკრობატიკის, ფიზიკური თეატრისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტების გამოყენებით გათამაშდება.

სპექტაკლის რეჟისორი – იოსებ ბაკურაძეა, სპექტაკლისთვის ორიგინალური მუსიკა თეატრის კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის მიერ შეიქმნა.

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება სპექტაკლი ”ქარიშხალი” საპრემიერო ჩვენებები: 8, 9, 15 და 16 ოქტომბერი – 20:00 სთ-ზე შედგება.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge