LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chavrolet captiva – მომხიბვლელი ყველა მხრიდან

Chavrolet captiva ეს არის მეტი სივრცე ინდივიდუალური საჭიროებისთვის.

ეს ფირმა ამერიკულ სტილს არც ამ მოდელის შემთხვევაში ღალატობს. ხოლო რაც შეეხება მონაცემებს, Captiva-ს ძრავები ტექნოლოგიურად საკმაოდ გაძლიერებული და გაუმჯობესებულია.

ამ მოდელს ბენზინის 2,4-ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავი აქვს, რომელიც 167 ცხენისძალის სიმძლავრის მეშვეობით 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 10,3 წამში აჩქარდება.

ავტომობილი 6 საფეხურიანი ტიპტრონიკული გადაცემათა კოლოფით და ელექტრული ხელის მუხრუჭითაა აღჭურვილი.

საწვავის საშუალო ხარჯი 9 ლიტრს შეადგენს.

ავტომობილი თავის ფასზე უფრო ძვირფასად გამოიყურება. ეს ზოგადად „შევროლეს“ ერთ-ერთი უმთავრესი პლუსია – მისი ყოველდღიური მოხმარების მოდელები ფასთან შესაბამისობის ჩემპიონები არიან.

Captiva-ს კიდევ ერთი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.

დაღმართზე დაშვების კონტროლი,  საშუალებას გვაძლევს ძრავა და მუხრუჭები ერთად ვამუშაოთ, ეს ფერდობზე დაშვებას ბევრად უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის . აღმართზე დაძვრის ფუნქცია კი ეხმარება ავტომობილს იმაში, რომ არ დაგორდეს. შესაბამისად თქვენ არასდროს მოგიწევთ ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება მოულოდნელად დაგორდეთ და რაიმეს შეეჯახოთ.

შევროლეს ოფიციალურ დილერთან საქართველოში შპს „აუტო პალასში“ ამ მოდელის შეძენა 22 900 დოლარად შეგიძლიათ.

გადაცემის ჩანაწერი