LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Range Rover vogue – პრესტიჟი და კომფორტი ერთდროულად

აღმოაჩინეთ შესანიშნავი ბალანსი შესაძლებლობებსა და დიზაინს შორის 2016 წლის მდიდრულ ჯიპ Range Rover vogue-ში.

ეს მოდელი, რომელსაც 4.4 ლიტრი მოცულობისა და 339 ცხენის ძალის ძრავი აქვს, ევრო 4-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ადაპტირებული დინამიკა, მუდმივი ამძრაობა, ელექტრონული მუხრუჭები და დაკიდების სისტემა, ავტომობილის მართვისას სრულ კომფორტს შეგიქმნით.

8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ეკონომიურობასა და სისწრაფერს უზრუნველყოფს.

წინა მოდელთან შედარებით გაუმჯობესებულია ავტომობილის დიზაინი. მომრგვალებული ცხვირი და დინამიური გარეგნობა მდიდრულ ჯიპს მომხიბვლელობას მატებს.

ნათელი ინტერიერი, პანორამულ სახურავთან ერთად სალონში არსებულ სივრცეს უსვამს ხაზს და გარესამყაროსთან კავშირს აძლიერებს.

ამ მოდელში გაუმჯობესებულია სავარძლების კომფორტის დონეც. 5 პროგრამიანი მასაჟორით აღჭურვილი სავარძლები, როგორც მძღოლს ასევე მის გვერდით მჯდომს, ყველაზე ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც კი არ დატოვებს უკმაყოფილოს.

საწვავის ხარჯი ქალაქში 11.5, ავტობანზე კი 7.6 ლიტრია.

Range Rover vogue -ს ფასი ლენდ როვერის ცენტრში 107 400 ევროს ექვივალენტია ლარში. მასზე 3 წლიანი გარანტია მოქმედებს.

გადაცემის ჩანაწერი