LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi A3 – უფრო ძლიერი და დინამიური

უფრო დაბალი, უფრო ძლიერი და უფრო დინამიური ეს არის Audi A3-ის ახალი ფორმა.

მისთვის დამახასიათებელი  ზოლი ფანჯრის გასწვრივ და დინამიური ელემენტები ამ მოდელშიც შენარჩუნებულია.

პატარა ზომის ფარებით Audi A3 კონცენტრირებული და თავდაჯერებული ჩანს.

თხელი დაყოფილი უკანა ფარები კი ამ მოდელს უფრო სპორტულს და ფართოს აჩენს.

გარდა ამისა, Audi A3 გამოირჩევა კომფორტული სავარძლებითა და ფართო სივრცით. ასევე სურვილისამებრ ხელმისაწვდომია: დიდი ზომის პანორამული შუშის სახურავი, რომლის გახსნა და ზევით აწევაც შეიძლება, რაც სალონს უფრო ნათელს გახდის.

1.8 ლიტრი მოცულობის ძრავი, 180 ცხენისძალით მართვისას სრულ კომფორტს შეგიქმნით.

ეს მოდელი საკმაოდ ეკონომიურია. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე საშუალოდ 6 ლიტრამდეა.

ამ მოდელის ფასი აუდის ცენტრში 27 000 ევროა და მასზე 2 წლიანი გარანტია მოქმედებს.

გადაცემის ჩანაწერი