
მომღერალი თემურ თათარაშვილი საქართველოშია. ის კონცერტის ჩატარებას გეგმავს. როგორც „არ დაიდარდოს“ მომღერლის პროდუსერმა გია გუმბერიძემ განუცხადა, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თბილისს მისი მოწვევით ესტუმრა და 21 ოქტომბერს „ასა ჰოლში“ კონცერტს გამართავს. გუმბერიძის ცნობით, თემურ თათარაშვილი კონცერტზე ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ სიმღერებსაც შეასრულებს.
