LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრების“ ახალი ალბომის პრეზენტაცია უკრაინაში 13 ნოემბერს შედგება

Ardaidardo.Ge

ჯგუფმა „მგზავრებმა“ რიგით მეექვსე ალბომზე მუშაობა დაასრულეს. ის 11 ნოემბერს გამოიცემა, 13 ნოემბერს კი უკრაინაში პრეზენტაცია გაიმართება. ანსამბლის წევრები საკმაოდ ხანია იმ 14 კომპოზიციაზე მუშაობენ, რომლებიც ახალ ალბომში შევიდა. მისი სახელწოდებაა „იასამანი“. როგორც წინასწარ გვპირდებიან, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.


„მგზავრები“ ნოემბრიდან უკრაინაში ტურნეს იწყებენ ახალი ალბომის მხარდასაჭერად, ის რუსეთში გაგრძელდება და დასრულდება. ტურნე თვენახევრის განმავლობაში გაიმართება. ბილეთები უკვე გაყიდულია.

დღეს კი ბიჭები ივან ურგანტის შოუს ჩაწერაზე იმყოფებიან, სადაც იმღერებენ კიდეც.