LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე ძალადობდა

ცნობილი ხდება, რომ ფედერალური საგამოძიებო სამსახური ამჯერად ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობის ახალი დეტალებით დაინტერესდა. აქამდე საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლოა პიტი ცუდად ეპყრობოდა შვილებს. ამჯერად კი გაჩნდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ჯოლიზე ძალადობის ფაქტებსაც.

როგორც მედია ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს, გამოძიებას ეს ვერსია მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წყვილის რამდენიმე შვილმა უარი თქვა მამასთან შეხვედრაზე. საქმეში ჩართულია ლოს-ანჯელესის დეპარტამენტიც, რომელიც ბავშების საქმეებზე მუშაობს. სწორედ ამ თემაზე იმყოფებოდა ანჯელინა ჯოლი დაკითხვაზე ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში. დაკითხვის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მსახიობმა იქ ოთხი საათი დაჰყო.