ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მერაბ სეფაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობს. მომღერლის ალბომი „ბრავო რეკორდში“ ჩაიწერება და გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა.
„დიდი ხანია ახალი არაფერი გამიკეთებია, ძირითადად კონცერტებზე დავდივარ საზღვარგარეთ, სადაც ემიგრანტები მიწვევენ. ცოტა ხნის წინ დავიწყე ალბომზე მუშაობა. ახალ სიმღერებს „ბრავო რეკორდსში“ ვწერ. ძირითადად ძველი სიმღერები ჩავწერე ჩემი ინტერპრეტაციით. რაც შეეხება დუეტებს, თითქმის ყველა მომღერალთან მაქვს ჩაწერილი დუეტი და ახალ ალბომში დუეტები აღარ იქნება“ – განუცხადა „არდაიდარდოს“ მერაბ სეფაშვილმა.
