ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და „ქართული ხმები“ გასტროლებზე მიემგზავრებიან. ქართველი მომღერლები კონცერტს დოჰაში ჩაატარებენ. როგორც „არ დაიდარდოს“ კონცერტის ორგანიზატორმა, ნანა ლაპიაშვილმა განუცხადა, ღონისძიება დოჰაში 12 ნოემბერს ჩატარდება და მასში პიანისტი დავით მაზანიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
„ღონისძიების ჩატარების იდეა საქართველოს ელჩს ეკუთვნის, უფრო ადრე გვინდოდა ამ კონცერტის ჩატარება, მაგრამ მაშინ მაღალი ტემპერატურა იყო დოჰაში, ამიტომ ვერ გავფრინდით. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს მიეძღვნება“- აცხადებს ნანა ლაპიაშვილი.
