LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრ კაბაში ქეით მიდლტონი ნამდვილ პრინცესას ჰგავდა (ფოტო)

ლონდონში ახალი ფილმის პრემიერა შედგა. კინოსურათი „ქუჩის კატა სახელად ბობი“ კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია Action on Addiction-ის მხარდასაჭერად იმართება. ორგანიზაციის პატრონაჟს კი 2012 წლიდან ქეით მიდლტონი ეწევა, სწორედ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახლდათ პრემიერის მთავარი გმირი.

ქეით მიდლტონი წითელ ხალიჩაზე პოპულარული ბრენდის, Self Portrait-ის ულამაზესი თეთრი კაბით გამოჩნდა. ასეთივე კაბით ვიხილეთ amFAR’s Inspiration Gala-ზე პერის ჰილტონიც. კაბის ღირებულება 320 ფუნტი სტერლიგნია და ის საშუალო კლასის ბრენდად ითვლება. ამ ულამაზეს კაბაში მიდლტონი ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. ის ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათთან ერთად გადაინაცლა დარბაზში. რაც ეხება ფონდს Action on Addiction, ის ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.