
ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპში შეუდარებელია. ვიდეოს გადაღებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მომღერლის „ფეისბუქ-გვერდიდან“ გახდა ცნობილი. ანრი ნინის მითითებებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცეს კამერის წინ, რათა შესაბამისი კადრები ჰქონდეს კლიპისთვის.
ნინის ორი ძალიან ლამაზი კაბა აცვია, ერთი თეთრი, მეორე – წითელი, რომლებიც დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ეკუთვნის. სიმღერა, რომელზეც ვიდეოს მალე ვიხილავთ, ეკა კახიანს ეკუთვნის.


