LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩინჩალაძის კონცერტი ნიუ-იორკში გაიმართება

Ardaidardo.Ge

ავტორ-შემსრულებელი ზურა ჩინჩალაძე მანანა დონაძესთან ერთად, ნიუ იორკში, რესტორან „ნაციონალში“ 12 ნოემბერს კონცერტს გამართავენ. ღონისძიებაში ის ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. კომპოზიტორმა სურვილი გამოთქვა, რომ მისი სიმღერები ემიგრანტ ქართველ მომღერლებს შეესრულებინათ, მათ შორისაა ვანო გოდერძიშვილი, მანანა ჩიტაური, დავით ამბროსიძე, თამარ ხმალაძე.


17 ნოემბერს კი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორან „ოლდ გარდენში“, ასევე გაიმართება მათი კონცერტი, რისთვისაც სხვა პროგრამას მოამზადებენ.