LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიიწვია თაკო მელიქიშვილი ამერიკაში?

Ardaidardo.Ge

„არ დაიდარდოს“ წამყვანი, მომღერალი თაკო მელიქიშვილი სულ ცოტა ხნის წინ, მეორე შვილის დედა გახდა. ამის მიუხედავად თაკო აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.  სამომავლო გეგმების შესახებ, მომღერალი „არ დაიდარდოს“ ესაუბრა.


– თაკო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

– რადგან ჩემმა სიმღერამ „ნუ მეტყვი“ დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე ისევ სევდიანი სიმღერა ჩავწერო, რომელიც კომპოზიტორმა ცირა ბზიშვილმა დამიწერა. ამის გარდა ვაგრძელებ ერთობლივ მუშაობას, გიორგი დათიაშვილთან ერთად. გადავწყვიტეთ 12 სიმღერა ჩავწეროთ და საბოლოოდ ალბომის სახით გამოვუშვათ. ერთი სიმღერა „ბოშური“ უკვე ჩავწერეთ, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი და რეიტინგულია.


– რატომ გადაწყვიტეთ ერთობლივი პროექტის გაკეთება?

– როცა ჩავწერეთ სიმღერა „წითელი ბასანოჩკები“, საკმაოდ წარმატებული გამოდგა, გაჰიტდა და ხალხმა შეიყვარა. ამიტომ გადავწყვიტეთ ერთობლივი სიმღერების ჩაწერა. ბოშურ სიმღერაზე ვაპირებთ კლიპის გადაღებას, რომელსაც რეჟისორი ლევან ტორონჯაძე გადაიღებს. უკვე დაწყებული უნდა იყოს გადაღებები, მაგრამ, ჩემი მიზეზით, დროებით ვერ ვიწყებთ.


– ვიცი, რომ ამერიკაში მიემგზავრებით…

– ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ ამერიკიდან და ემიგრანტების კონცერტზე მიმიწვიეს, სადაც წამყვანი უნდა ვიყო. ახლა ვაგროვებ საბუთებს და ვიზაზე უნდა შევიტანო განაცხადი. იმედია მომცემენ ვიზას. ადრე უარი მითხრეს. ცოტა კი მეშინია ხანგრძლივი ფრენის, მაგრამ იმედია გადავლახავ და შევხვდები ჩემს ძვირფას ემიგრანტებს. ჩავალ ამერიკაში და დავჩეკინდები (იცინის).


– სულ ცოტა ხნის წინ, გახდით მეორე ბავშვის დედა, როგორ ათავსებთ საქმეს და ორი შვილის დამოუკიდებლად აღზრდას ერთად?

– ვერ ვახერხებ, უფრო ნაკლები დრო მაქვს, რადგან ბევრს ვმუშაობ. ჩემი ცხოვრება მთლიანად ჩემს შვილებს და ჩემს საქმეს ეთმობა.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge