LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კვლავ ფრინველის გრიპის საფრთხის წინაშე – ჰოლანდიაში 190 ათასზე მეტი იხვი მოკლეს

ჰოლანდიაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 190 ათასზე მეტი იხვი მოკლეს, რათა ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება შეამცირონ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ვირუსი დასახლება ბიდინგჰეიზენში აღმოაჩინეს, ამსტერდამიდან 70 კმ-ში.

გრიპის აფეთქება მანამდე დანიაში, შვედეთში, გერმანიაში და ფინეთში დაფიქსირდა, თუმცა ჰოლანდიის ხელისუფლებამ დაასახელა, კონკრეტულად რა შტამი დაადგინეს ქვეყანაში (H5N8).

მათი ინფორმაციით, ვირუსის დაფიქსირებიდან 3 კმ-ს რადიუსში ამოწმებენ ფერმებში ფრინველებს.

ფრინველის გრიპი შინაური და გარეული ფრინველების ინფექციური ვირუსული დაავადებაა. H5N8 პირველად სამხრეთ კორეაში, 2014 წლის დასაწყისში აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გავრცელდა იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.