LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარი ქალის ისტორია, რომელსაც პაატა თედიაშვილი ვიდეორგოლის სიუჟეტად გამოიყენებს…

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” პაატა თედიაშვილი ესტუმრა.


ხარ მომღერალი, ექიმი, კლიპებს იღებ…

ცოტა ხმამაღალი განაცხადია, კლიპმეიკერი არ ვარ. თუმცა, თითქმის ჩემს ყველა სიმღერაზე მაქვს ვიდეორგოლი. როგორი კარგიც არ უნდა იყოს სიმღერა, მსმენელი მას კადრებად წარმოიდგენს, სიმღერას თავის თავთან აიგივებს… ყველა კლიპში ჩემი განვლილი ცხოვრება ჩანს, ეს მომენტები სასიამოვნოდ მაფიქრებს ხოლმე. უკვე ათი ვიდეო ნამუშავრი მაქვს. წარმოშობით, ხაშურიდან ვარ, იქ ვცხოვრობდი, მე, დედას და დას სტუდია გვქონდა, ვიწვევდით თბილისიდან ცნობილ მომღერლებს…


ახლა თუ გიწევს ხაშურში სცენაზე გამოსვლა?

ხაშურობა იმართება ხოლმე, ჩემი რაიონია და არასდროს არ ვკითხულობ რას გადამიხდიან, თუ მცალია მივდივარ…


საბავშვო სტუდია გქონდა…

ახლაც მაქვს, ხაშურის ცენტრში არის სკოლა, სადაც არის ჩემი სტუდია ”ოქროს ფარი”, ოჯახური ბიზნესია, დედა ხელმძღვანელობს, ჩემი და ცეკვავდა და ახლა ისიც სტუდიაში მუშაობს. ცოტა ხნის წინ 15 წლის იუბილე ავღნიშნეთ.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს გავს… ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ჯანმრთელად, ბევრს არაფერს ვითხოვ… თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისთანაც შევძლებ თანაცხოვრებას, ძალიან კარგი იქნება. ღამით ვგეგმავ რომ დავოჯახდე, დილას მავიწყდება… ჩემი ოჯახი იმხელა სითბოსა და ყურადღებას მაძლევს, რომ არ ვფიქრობ დაოჯახებაზე…


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ეს არის სიმღერა, რომელიც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან. თამრიკო გვერდწითელი და  ეთერ კაკულია მღეროდნენ სხვადასხვა დროს. ოთარ ტატიშვილის სიმღერაა, მუსიკისა და ტექსტის ავტორი ის არის. პაატა ფაცურიას ეკუთვნის არანჟირება, რომელთანაც უკვე მეთხუთმეტე სიმღერა გავაკეთე. კლიპსაც გადავიღებ, საინტერესო იდეა მაქვს – რვა მარტს ღონისძიება ქალთა კოლონიაში მიმყავდა, ერთ-ერთმა მათგანმა თავისი ისტორია მიამბო, რომელსაც სიუჟეტად გამოვიყენებ. ”შემოდგომის ზარები” – ასე ჰქვია სიმღერას.

პაატა თედიაშვილი – ზარები 

AudioPAATA – ZAREBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiopaatatedo

ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge