
ინტერნეტში გავრცელდა უკრაინულ „ვოისში“ ივან ლასტრებოვის მიერ შესრულებული ქართული სიმღერა, რომელმაც არა მხოლოდ ჟიურის წევრები, არამედ მთელი დარბაზი და ტელემაყურებელი მოხიბლა.
ივანი ბავშვების „ვოისის“ ნახევარფინალისტია, რომელმაც ერთ-ერთ ტურში ალექსანდრე ბასილაიას ცნობილი სიმღერა „არგო“ შეასრულა. ჟიურის განცვიფრება გაორმაგდა, როდესაც ბიჭუნამ რუსულენოვანი ტექსტიდან ქართულზე გადაინაცვლა.
შეგიძლიათ, თავად ნახოთ, როგორ გაართვა ივანმა თავი ქართული სიმღერის შესრულებას.
