LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”რადიო დუეტი” ტატო გოდერძიშვილი ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ტატო გოდერძიშვილი ესტუმრა.


როგორ ხარ?

აღმატებულ განწყობაზე ვარ, ვმუშაობ სხვადასხვა ჟანრში. ვფიქრობ, როდესაც ღმერთი გაძლევს ნიჭსა და შესაძლებლობას იმღერო კლასიკა, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ვემზადები და მინდა იტალიაში გავაგრძელო სწავლა. ჩემოდანი ნახევრად მაქვს ჩალაგებული… რომელიმე იტალიურ პრესტიჟულ ფესტივალზე აუცილებლად წავალ და თავს მოვსინჯავ. 4 წლიდან ვმღერი, ამიტომ აღარ ვნერვიულობ. ვიყავი ანსამბლ ”ლახტში”, რობერტ ბარძიმაშვილთან, ყველაზე პატარა ვიყავი ანსამბლში. ქალაქში ბინა არ გვქონდა და ხუთი წლის განმავლობაში მამაჩემი კვირაში სამი დღე 06-ით მატარებდა. ხშირად ღამის სამ საათზე გვიწევდა თბილისიდან წასვლა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გაწეული ღვაწლისათვის ჩემს მშობლებს მადლობა გადავუხადო.


შენს შვილებს თუ აქვთ მუსიკალური ნიჭი?

დიდი სურვილი მაქვს, სიმღერა იცოდნენ. მყავს სამი შვილი, შეიძლება ითქვას, რომ უმცროსმა უფრო გაამართლა ჩვენი იმედი, როგორც კი სიმღერას გაიგებს, ცეკვავს. თუმცა, რაც გამოსდის ბავშვს, ის უნდა გააკეთებინო, ძალით არ უნდა ეცადო.


რა სიახლეები გაქვს?

8-12 დეკემბერს მივდივართ პოლონეთში, გორის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ერთ-ერთ გუბერნიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ანსამბლ ”მაჩაბელასთან” ერთად. ასევე, მე და სოფო ბედია ვმუშაობთ ახალ სიმღერაზე, რომელსაც ცირა ბზიშვილთან ჩავწერთ.


ახალ წელს სად ხვდები?

როგორც წესი, გადარბენაზე ვარ ხოლმე. შარშან მაგალითად ექვს კონცერტში მივიღე მონაწილეობა, დავიწყე ახალციხიდან, გამოვიარე ხაშურში, მცხეთაში, შემდეგ რუსთავში და ბოლოს თბილისში. ზოგადად, ძალიან მიყვარს იუმორით დაჯილდოვებული ადამიანები, მეც ასეთი ვარ. წელს, რადგან მაიმუნის წელი იყო, ბევრი ვიმაიმუნე.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ჩემთვის ბედნიერება იყო ანსამბლ ”ვია 75”-თან თანამშრომლობა. როგორც იცით, ბესო კალანდაძე ჩაუდგა ანსამბლს სათავეში, მე სოლისტად მომიწია მათთან მუშაობა. საკმაოდ დიდი რეპერტუარი შევქმენით, ახლა მცირე პაუზა გვაქვს აღებული. გია მაჭარაშვილია სიმღერის ავტორი, ლექსი კი ბესო კალანდაძემ დაწერა. ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილთან. სიმღერის სახელწოდებაა ”გამოგიგონე”.

ბესო კალანდაძე: – თავიდან სიმღერას რუსული ტექსტი ჰქონდა, დიდი ხნის წინ დაიწერა, დაახლოებით 25 წლის წინ. ის, რომ ტატოს ჩაეწერა, ჩემი იდეა იყო. ამ სიმღერას თავის დროზე მერაბ სეფაშვილიც მღეროდა. ვიფიქრე ტატოს ძალიან მოუხდებოდა. რაც შეეხება ”ვია 75”-ს, ველოდებით შემოთავაზებებს.

VIA 75 & ტატო გოდერძიშვილი – მხოლოდ შენ

AudioVIA 75 TATO GODERDZISHVILI – MXOLOD SHEN

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiotatoooo

ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge