LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ რასიზმზე ესსე დაწერა

პრინც ჰარის რჩეულმა, 35 წლის მეგან მარკლიმ თავის საიტზე The Tig ესსე გამოაქვეყნა, სადაც ის რასიზმის პრობლემას შეეხო. პუბლიკაციაში მეგანი, რომლის მამაც ევროპელია, ხოლო დედა – აფროამერიკელი, აღიარებს, რომ არაერთხელ შექმნია რთული მომენტი, როდესაც კითხვაზე „რომელ ეროვნებას განეკუთვნები?“ პასუხის გაცემა უწევდა.

მისი თქმით, სახლის გარეთ ყოველთვის განსხვავებული სიტუაცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით: მეშვიდე კლასში მასწავლებელმა მას სთხოვა, საკუთარი რასის გასწ აღნიშვნა გაეკეთებინა (ვარიანტებს შორის იყო „თეთრი“, „ფერადკანიანი“, „ესპანელი“ ან „აზიელი“). დაბნეულობისგან მან კალამი მაგიდაზე დადო, საბოლოოდ კი კითხვის ნიშანი დასვა – „ეს იყო ყველაზე სწორი გამოხატვა იმისა თუ რას ვგრძნობდი იმ წუთას სინამდვილეში“, – იხსენებს მარკლი.

„საბოლოოდ გავაკეთე არჩევანი, – წერს მეგანი, – ან უნდა გამეგრძელებინა ეს გაურკვევლობა ან საკუთარი თავი მეპოვა. უპირატესობა მივანიჭე შერეული რასის ძლიერ ქალს. შენ ქმნი შენს იდენტურობას დამოუკიდებლად, ისევე, როგორც ეს თავისუფლება მინიჭებულმა ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს“.

prince02112016-24