
29 ნოემბერს ტაივანში, ქალაქ ტაიპეიში „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა. ქართული ანსამბლის წევრებმა სიუპრიზად ჩნური და ტაივანური სიმღერები შეასრულეს და საზოგადოება მოხიბლეს. შესაბამამისი ვიდეო ანსამბლა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ატვირთეს.
„უდიდესი წარმატება ტაივანში!!!
ოთხი არაჩვეულებრივი სიმღერა შესრულდა გალაკონცერტის ფარგლებში თეატრ „ქლაუდ გეითის“ პრესტიჟულ სცენაზე, რამაც უსაზღვროდ მოხიბლა ჩვენი ტაივანელი მეგობრები.
ზეაღფრთოვანება გამოიწვია „რუსთავის“ მიერ შესრულებულმა პოპულარულმა ჩინურმა და ტაივანურმა სიმღერებმა, რომელიც სიურპრიზის სახით საგანგებოდ შეისწავლა ანსამბლმა და ერთხმიანი სიმღერები ჩვეული ქართული მრავალხმიანობით შესთავაზა საზოგადოებას“ – აღნიშნულია „რუსთავის“ ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე.
