
თემურ თათარაშვილი საქართველოშია. მან ეკა ხოფერიას თოქშოუს საახალწლო გადაცემის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ქალაქგარეთ, ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა, თემურ თათარაშვილისა და დათუნა სირბილაძის სახელდახელოდ შექმნილი დუეტია წარმოდგენილი. ისინი ცნობილ ქართულ სიმღერას ასრულებენ.
