
ჰოლანდიაში, ქალაქ ბევერვაიკში, გიო ხუციშვილის, მანანა თოდაძის და გოგიტა გოგიძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 21 იანვარს, საღამოს ექვს საათზე, „ვიპ ჰოლშია“ ჩანიშნული.
კონცერტს ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე უწევს ორგანიზებას. ღონისძიების სახელწოდებაა „ნოსტალგია“. ემიგრანტებისთვის ქართველი შემსრულებლების სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მომღერლების ყოველი ასეთი გასტროლი ანშლაგით მიმდინარეობს ხოლმე. სავარაუდოდ, არც ეს კონცერტი იქნება გამონაკლისი.
ქართველი შემსრულებლები ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ.
