LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შალვაშვილი: ”სადაც სიყვარულია, მე ყველგან ვარ”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ნანა პავლიაშვილი და გიორგი შალვაშვილი ესტუმრნენ.


გიორგი, შენ ასრულებ სიმღერას, რომელიც ნანამ დაწერა…

დიახ, ნანა პავლიაშვილია მუსიკისა და ტექსტის ავტორი, ეს არის დუეტი ანა ინჯიასთან ერთად, ანა არის ნანას შვილი, ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან. ეს ჩემი და ნანას მეორე ერთობლივი ნამუშევარია. პირველი სიმღერა, ”შენი მჯეროდა”, მომენტალურად გაჰიტდა, ისიც ცირასთან ჩაიწერა. ”სიყვარულის ისტორია”, ასე ჰქვია ახალ სიმღერას, სადაც სიყვარულია, მე ყველგან ვარ.


კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?

ნანას უნდა, რომ გადავიღოთ, თუმცა, მე მგონია, რომ კამერის მასშტაბები ვერ დამიტევენ და ამიტომ ჯერჯერობით არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რეპერტუარში 63 სიმღერაა, ალბომიც არ მაქვს.


იყავი იტალიაში…

მქონდა 11 კონცერტი ორ თვე ნახევრის განმავლობაში. დიდი მადლობა ყველა ემიგრანტს, ვინც ასე გამანებივრა საჩუქრებით. მეწყება საახალწლო ტურნე, რომელიც იტალიას, ესპანეთს,
საბერძნეთსა და საფრანგეთს მოიცავს. 25 დეკემბერს რესტორან ”თეთრ სახლში” ჩემი კონცერტი გაიმართება, საღამოზე ვარსკვლავთცვენა იქნება და ვეპატიჟები ყველას.


ნანა, მოგვიყევით თქვეს შვილზე…

ნანა: – ანა სტუდენტია, სწავლობს ტურიზმზე, არ აქვს არანაირი მუსიკალური განათლება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცირას, მიმაქვს შავი მასალა და ის აკეთებს ყველაფერს, ფაქტობრივად მეორე კომპოზიტორი ის არის ხოლმე.

გიორგი შალვაშვილი & ანა ინჯია – სიყვარულის ისტორია


AudioGIORGI SHALVASHVILIANA INJIA – SIKVARULIS ISTORIA

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiogiorgishalvashvili_1

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.GeArdaidardo.Ge