
ანსამბლმა „შვიდკაცამ“ ახალი სიმღერა ჩაწერა. მუსიკოსებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და ძველი ქართული სიმღერა გააცოცხლეს. „ეს არის სიმღერა სპექტაკლიდან „ხანუმა“, რომელსაც ბატონი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა. სიმღერის სახელწოდება არის „ჩამოასხით ერთიც უნდა დავლიო“.
ანსამბლი „შვიდკაცა“ გუშინ რადიო „არ დაიდარდოს“ ესტუმრა და ახალი სიმღერა წარუდგინა მსმენელს. ამიერიდან მისი მოსმენა ექსკლუზიურად მხოლოდ „არ დაიდარდოს“ ეთერში არის შესაძლებელი.
„ამ კომპოზიციის ახლებურად გაკეთებაში ნიკოლოზ რაჭველი დაგვეხმარა. ჩვენი ტრადიციაა ძველებური სიმღერების გაცოცხლება და არც ამჯერად დავარღვიეთ ტრადიცია“- განუცხადა „არ დაიდარდოს ანსამბლის წევრმა ნიკოლოზ კირვალიძემ.
რაც შეეხება ანსამბლის სხვა სიახლეებს, ჯგუფს ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი, რომელსაც ახალი წლის დღეებში, თბილისის სხვადასხვა კლუბებში, დავით გომართელთან ერთად გამართავენ.
ანს. შვიდკაცა – ჩამოასხი ერთიც უნდა დავლიო
