თურქეთის პოლიციამ სტამბოლის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თავდასხმის ობიექტი გვიან ღამით პოლიციელების ავტობუსი იყო, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.
2 ტერაქტის შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის არიან პოლიციელებიც, დაშავებულია 166 ადამიანი.
